ჩემპიონი თელავით იწყებს - Crystalbet ეროვნული ლიგა სტარტს 28 თებერვალს აიღებს
Aa
Aa

ჩემპიონი თელავით იწყებს - Crystalbet ეროვნული ლიგა სტარტს 28 თებერვალს აიღებს

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონი 28 თებერვალს მოქმედი ჩემპიონის მატჩით დაიწყება. „იბერია“ პირველ ტურში საკუთარ სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლებს, რომელიც ახალი სეზონისთვის ბევრი სიახლითა და ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით ემზადება, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში მუშაობდა და მისმა მომზადებულმა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა უეფას იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

პირველი ტურის სხვა მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერთ დროს ჩემპიონობისთვის მებრძოლი „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირება, რომლებიც წელს ევროტურნირების გარეშე არიან დარჩენილები. გათამაშების ერთადერთი დებიუტანტი საგარეჯოს „გარეჯი“ გორში „ადგილობრივ „დილასთან“ ითამაშებს. „ტორპედო“ „შენგელია არენაზე“ „გაგრას“ მიიღებს, ხოლო წყალტუბოში „სამგურალის“ მეტოქე ფოთის „კოლხეთი“ იქნება.

ისევე როგორც წინა სეზონებში, Crystalbet ლიგაში ზაფხულში, ივნისი-ივლისის პერიოდში ორთვიანი შესვენება გამოცხადდება, ბოლო ტურის მატჩები კი დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კინის შემცვლელი იკვეთება - ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი ქუთაისში
კინის შემცვლელი იკვეთება - ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი ქუთაისში