წონა ჩაბარებულია | დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს. მერაბმა და უმარმა წონა წარმატებით ჩააბარეს. ქართველის შემთხვევაში სასწორმა 134 ფუნტი აჩვენა, რაც დაახლოებით 60,7 კილოგრამია, უმარი კი 1 ფუნტით (0,45 კგ) უფრო მძიმე აღმოჩნდა.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და მას გამარჯვებაზე 1.35 კოეფიციენტი აქვს.
აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება. ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა.