ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„სტილისტურად მისთვის ურთულესი ბრძოლა იქნება“ - ბელალი მერაბის შანსებზე

მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის გასამართი ბრძოლის შესახებ MMA-ს მებრძოლები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ და თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარი მოსაზრებები პროფესიული არგუმენტებით გაამყაროს. იგივეს შეეცადა საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ბელალ მუჰამადი, რომელმაც ორივე მათგანის პლუსებისა და მინუსების შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს ბელალი

ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ ბევრი მიხვდება რა უპირატესობები აქვს უმარს და რამდენად კარგი მებრძოლია. ნურმაგომედოვის არსენალში არის როგორც ტექნიკა, ასევე ბრძოლა და კარგი დარტყმა. ყოველივე აქედან გამომდინარე მერაბს ურთულესი წუთები ელის.

ბუნებრივია, რომ დვალიშვილს კარგი კარდიო აქვს, მაგრამ სტილისტურად უმარი მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. ვიმეორებ, ეს ჩემი მიკერძოებული მოსაზრებაა და იმასაც ღიად დავაფიქსირებ, რომ მე და მერაბი კარგი მეგობრები ვართ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის პირისპირ დგომი უკვე შედგა, აწონვების ცერემონია კი, თბილისის დროით რამდენიმე საათში დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჭიდაობით უმარს ვერ გააკვირვებს, ხოლო დგომში საჩვენებელი არაფერი აქვს“ - ევლოევი მერაბზე
„ჭიდაობით უმარს ვერ გააკვირვებს, ხოლო დგომში საჩვენებელი არაფერი აქვს“ - ევლოევი მერაბზე