ნეიმარი
Aa
Aa

„მესის მოსვლამდე ჩემთან მეგობრობდა“ - ნეიმარი მბაპესთან ურთიერთობაზე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რომარიომ ცოტა ხნის წინ საკუთარი Youtube-გადაცემა გააკეთა და საქმიანობა ეშმაკური სვლით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნეიმარის გარეშე ბრაზილიის ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის მოგება გაუჭირდებოდა.

ასეთი კომპლიმენტების საჯაროდ თქმის შემდეგ კი „ალ-ჰილალს“ ვარსკვლავს სთხოვა, მისი პირველი გადაცემის სტუმარი ყოფილიყო, რაზეც ნეიმ უარი ვერ უთხრა. გადაცემა საინტერესო და ცოტა სკანდალურიც გამოვიდა, რადგან სელესაოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი და კილიან მბაპესთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა.

რა თქვა ნეიმარმა

მბაპესთან დაკავშირებით მოსაყოლი ბევრი მაქვს. გვქონდა მცირე კონფლიქტი, მაგრამ მას მუდამ ოქროს ბიჭუნას ვუწოდებდი. ერთად ვთამაშობდით, რჩევებით ვეხმარებოდი და ბევრჯერ ჩემთან სახლშიც გვივახშმია.

მოკლედ, ძალიან მაგარი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ლიონელ მესის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თითქოს კილიანი შურიანი და ეჭვიანი გახდა, ის ძალიან შეიცვალა.

ვეცადე რამე შემეცვალა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თითქოს მბაპე ცალკე, გუნდისგან გარიყული იყო. ალბათ სწორედ ამის შედეგია ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა, რადგან როდესაც მოთამაშეებს საერთო მიზანი არ ამოძრავებთ, შედეგს ვერ დადებ.

„პარი სენ-ჟერმენში“, რომელთანაც კონტრაქტს ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს საათებში გაფორმებს, მსოფლიო ფეხბურთის სამი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე ორი წლის განმავლობაში თამაშობდნენ, მაგრამ კლუბს ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი ვერ მოაგებინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია | კვარა პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია | კვარა პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს