მერაბ დვალიშვილი, მოვსარ ევლოევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჭიდაობით უმარს ვერ გააკვირვებს, ხოლო დგომში საჩვენებელი არაფერი აქვს“ - ევლოევი მერაბზე

UFC-ის ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეოთხე ნომერმა, მოვსარ ევლოევმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გააკეთა.

რუსი მებრძოლის თქმით, დვალიშვილი ოქტაგონში რაიმე განსაკუთრებულს ვერ აჩვენებს.

რა თქვა ევლოევმა:

„მერაბს ჭიდაობით ნებისმიერ მეტოქეზე შეუძლია ზეწოლის მოხდენა, მაგრამ უმარი ძალიან კარგად ჭიდაობს, მთელი ცხოვრება ხაბიბსა და ისლამს ეჭიდავება, ამიტომ დვალიშვილი რაიმე განსაკუთრებულს ვერ აჩვენებს. რაც შეეხება დგომში ჩხუბს, უმარი მერაბზე ბევრად უკეთესია. ჭიდაობით დვალიშვილი მას ვერ გააკვირვებს, ხოლო დგომში საჩვენებელი არაფერი აქვს“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და მას გამარჯვებაზე 1.35 კოეფიციენტი აქვს.

აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება. ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: მადლიერი ვარ ამერიკის, მაგრამ არასდროს დავივიწყებ ჩემს სამშობლოს
დვალიშვილი: მადლიერი ვარ ამერიკის, მაგრამ არასდროს დავივიწყებ ჩემს სამშობლოს