გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიასთან ერთად რეგრესირებს - სტატია გიორგი მამარდაშვილზე

ექვს თვეში გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ შეუერთდება და ინგლისის პრემიერ ლიგაში მისი თავგადასავალი დაიწყება. თუმცა, იქამდე მას და „ვალენსიას“ საკმაოდ რთული ამოცანა აქვთ გადასაჭრელი, რადგან კლუბს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

იმ ყველაფრის ფონზე, თუ როგორ საიმედოდ თამაშობს ალისონის დუბლიორი კაიომჰინ კელეჰერი, ინგლისური სპორტული მედია მერსისაიდული გრანდის მეკარის პოზიციაზე არსებულ უდიდესი კონკურენციაზე წინასწარვე საუბრობს, მამარდაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლას კი მაინცდამაინც მაღალ შეფასებას არ აძლევენ.

რას წერენ მამარდაშვილზე

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წლევანდელ სეზონში „ვალენსიას“ მსგავსად, გიორგი მამარდაშვილიც არადამაჯერებელია. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ „ღამურების“ ქომაგების უმეტესობა თვლის, რომ არა ქართველი მეკარე, მათი საყვარელი კლუბის შედეგი გაცილებით უარესი იქნებოდა.

„სევილიასთან“ გიორგიმ გოლი ბოლო წუთზე გაუშვა და მისი ერთადერთი გამონათება „ხეტაფესთან“ შესრულებული ორმაგი სეივი იყო. თამასა მაღლაა აწეული, რადგან ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც შარშან ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორის შედიოდა, ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა და 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

სტატისტიკური მონაცემების მოყვანისას, ჩვენი სიტყვების სისწორეში დარწმუნდებით - წლევანდელ სეზონში მისი სეივების რაოდენობა 59,2 პროცენტზეა ჩამოსული, მაშინ როდესაც წინა სამ წელში 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა.

ესპანეთის ლა ლიგის პირველი წრე „ვალენსიამ“ 13 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, 19 ტურიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა და საკუთარ კარში 29 ბურთი გაუშვა. მომდევნო შეხვედრას გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები „მესტალიაზე“ „სოსიედადთან“ გამართავენ, რომელიც კვირას, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა - თანაგუნდელებმა მამარდაზე ისაუბრეს
უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა - თანაგუნდელებმა მამარდაზე ისაუბრეს