რა ეკრძალებათ დაღესტნელ მებრძოლებს - დეტალები მზადების შესახებ
UFC 311-ზე MMA-ს მოყვარულების უმთავრესი ყურადღება ისლამ მახაჩევისა და უმარ ნურმაგომედოვის მიმართ არის მიპყრობილი, თუმცა დაღესტნელებს არ ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მოახლოებულ ქარდზე მათი კიდევ ერთი წარმომადგენელი ტაგირ ულანბეკოვი იჩხუბებს, რომლის მეტოქეც კლეიტონ კარპენტერი იქნება. მოახლოებული ბრძოლის წინ ულანბეკოვმა დაასახელა მათი კარგად მომზადების საიდუმლო წესები, რომელიც თავის დროზე ხაბიბის მამამ, აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა დააწესა და დღემდე ასრულებენ.
მზადების წესებზე
ყველაზე მეტად რაც აბდულმანაპს არ მოსწონდა, ეს გრძელი თმა იყო. ასევე ვერ იტანდა, როდესაც იგებდა, რომ სპორტსმენები შუაღამეს სეირნობდნენ, მესამე და მთავარი კი დისციპლინის განუხრელი დაცვა გახლდათ.
მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სპორტსმენის სტატუსს, ჩემპიონი იყო ის, თუ ჯერ არაფრისთვის ჰქონდა მიღწეული, ვარჯიშზე თავის დროზე უნდა გამოცხადებულიყო. ერთი წუთითაც რომ დაეგვიანა ვინმეს, დარბაზიდან მაშინვე გააგდებდა.
აბდულმანაპ ნურმაგომედოვი 2020 წლის 3 ივლისს, 57 წლის ასაკში კორონავირუსით დააავადების შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაისში გაუარესდა, რის შემდეგაც მოსკოვში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.