ლევან საგინაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ მკლავჭიდელები თბილისში | ინფორმაცია ლევან საგინაშვილმა დაადასტურა

მკლავჭიდში EAST vs WEST-ის მე-16 ღონისძიება თბილისში 15 თებერვალს ჰუალინგში გაიმართება. ინფორმაცია ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა „ჯაფარას პოდკასტში’’ საუბრისას დაადასტურა.

ლევან საგინაშვილი: „დიდი ხანია ამ ღონისძიების ჩატარება თბილისში გვინდოდა. მთელი ვარსკვლავები ჩამოდიან: ლარატი, მაიკლ ტოდი, ვიტალი ლალეტინი, ალექს კურდეჩა.

მაიკ ტოდი გასპარინს დაუპირისპირდება, ლარატი - გენადი პუპკინიას. ტოჩინსის და ირაკლი ზირაქაშვილის სატიტულო მატჩი გაიმართება. ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება, ძალიან მაგარი წყვილებია’’.

აღნიშნული ღონისძიების ბილეთები გაყიდვაშია, ბილეთების შეძენა ონლაინ Tkt.ge-ზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში EAST vs WEST-ის ღონისძიებაზე 36 წლის ლევან საგინაშვილმა ლეგენდარული ჯერი კადორეტე უშანსოდ დაამარცხა. როგორც კომენტატორებმა აღნიშნეს, ლევანმა მეტოქეს ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა, ოთხივე რაუნდი ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის აპრილში თურქეთის ქალაქ სტამბოლში  East & West 12 გაიმართა, ღონისძიების მთავარი ბრძოლა ლევან საგინაშვილისა და დევონ ლარატის დაპირისპირება იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა „ჰალკმა“ მეტოქე აბსოლუტური დომინაციით 4:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები