ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ტოპ ფეხბურთელი წავიდა“ | კონტეს პრესკონფერენცია და კვარას ტრანსფერი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე ისაუბრა. იტალიელ სპეციალისტს, „კვარასთან“ დაკავშირებით, ორი შეკითხვა დაუსვეს.

რა უფრო სენსაციური მოვლენაა. სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერობა თუ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელთან დამშვიდობება? თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა პირველ ადგილზე დარჩეთ, მაგრამ შესაძლებელია ეს კვარას ალტერნატივის გარეშე?

„შესაძლოა, ბალანსის პრობლემა იყოს, მაგრამ 47 ქულა დავაგროვეთ და ეს გუნდური მუშაობის დამსახურებაა. დღეს, მთელი აქცენტი კვარაცხელიაზეა გადატანილი, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ, აღარ გვყავს 4 ფეხბურთელი, რომლებიც ჩემპიონ ნაპოლიში თამაშობდნენ: კიმი, ოსიმენი, ჟელინსკი და კვარაცხელია.

ახლა ნაპოლი სხვა გუნდია. ეს ობიექტური ფაქტია. ყველას შეუძლია, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს და კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, ახლანდელი ნაპოლი სკუდეტოს მომგები გუნდისგან ძალიან განსხვავდება. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვიცით, 47 ქულა რის წყალობით ავიღეთ და ბიჭები საქებარ სიტყვებს იმსახურებენ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახლანდელი ნაპოლი ორი წლის წინანდელი გუნდისგან განსხვავდება. მით უმეტეს მაშინ, როცა ტოპ ფეხბურთელი წავიდა და სეზონის დასრულებამდე 18 შეხვედრაა დარჩენილი.

გუნდის რეაქცია კვარას წასვლაზე? ახალ ფეხბურთელებთან მიმართებით, სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ისინი კარგი ბიჭები არიან და უნდა დავეხმაროთ, ადაპტაცია მაქსიმალურად სწრაფად გაიარონ. ამ გზით, შეგვეძლება, კვარას წასვლით დარჩენილი სიცარიელე შევავსოთ. არასდროს ვწუწუნებდით და არც ახლა დავიწყებთ. გუნდი მის წასვლას უკვე შეეგუა”.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პარიზში იმყოფება და Le Parisien-ის ცნობით, სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ხვიჩას ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფი, ძლიერი და არაპროგნოზირებადია“ | ჟირუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„სწრაფი, ძლიერი და არაპროგნოზირებადია“ | ჟირუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა