ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მისი ყურებით დავტკბებით - ფრანგები კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის გაოფიციალურებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და როგორც დედაქალაქური გრანდის გულშემატკივრები, ასევე მთლიანად საფრანგეთის ლიგა 1-ის მოყვარულები მათი ქვეყნის ჩემპიონატში იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ ვარსკვლავის გადაბარგებით კმაყოფილებას ვერ მალავენ. ამის მაგალითი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, Le Parisien-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის სტატიაა.

რას წერენ კვარაზე

მოვემზადოთ და სიამოვნება მივიღოთ, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის საოცარი თამაშის დემონსტრირების მოწმენი უნდა გავხდეთ. კვარა არამხოლოდ პსჟ-სთვის, არამედ საფრანგეთის ჩემპიონატისთვის სერიოზული შენაძენი იქნება.

ყველა კარგად იცის, თუ როგორ ფეერიულად თამაშობდა „ნაპოლიში“, რის გამოც ადგილობრივმა ქომაგებმა თავიანთი კერპის, დიეგო მარადონას საპატივცემულოდ, „კვარადონა“ შეარქვეს და ეს სახელი პირველივე სეზონშივე გაამართლა, როდესაც პარტენოპეის 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, ხოლო თავად გათამაშების MVP გახდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მომავალი კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატს 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში საქმეები ცუდად მისდის, 25-ე ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფი, ძლიერი და არაპროგნოზირებადია“ | ჟირუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„სწრაფი, ძლიერი და არაპროგნოზირებადია“ | ჟირუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა