ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Le Parisien: კვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის ფარგლებში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაციას ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით პარიზული კლუბი დღის ბოლომდე გაავრცელებს.

ფრანგული კლუბი „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ქართველი ფეხბურთელი პარიზელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ნაპოლისთან“ შედარებით, პსჟ-ში კვარას ხელფასი 5-ჯერ გაიზრდება.

გუშინ კვარამ სოციალურ ქსელში „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ კლუბიდან წასვლის დრო დადგა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვარას 29 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ამიტომ სათამაშო კონდიციების აღსადგენად მას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდოდ, მისი დებიუტი 25 იანვარს, პსჟ-რეიმსის მატჩში შედგება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელებს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი - „მანჩესტერ სიტისა“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი კვარას განაცხადში დამატებას შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფერი მაქვს სათქმელი“ | ლუის ენრიკეს პასუხი კვარას ტრანსფერზე
„არაფერი მაქვს სათქმელი“ | ლუის ენრიკეს პასუხი კვარას ტრანსფერზე