გურამ კაშია
Aa
Aa

ჩვილი ბავშვის რეჟიმში ვარ | კაშიამ ძილის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ „სლოვანის’’ პრესსამსახურთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა მის ძილის რეჟიმს შეეხებოდა, რაც ათლეტისთვის სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გურამ კაშია: „მიყვარს ძილი. ძილისთვის დიდი დრო მაქვს გამოყოფილი, ათლეტისთვის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ მაქსიმალურად კარგად, 8-9 საათი მეძინოს. დაახლოებით 21:30-22:00 საათზე ვწვები.

საფეხბურთო მატჩები გვიან იმართება და ეს დრო არახელსაყრელია. ფეხბურთის ყურება ძალიან მიყვარს, მაგრამ ძილი პრიორიტეტია.

დილით დაახლოებით 7:30 საათზე ვდგები (ყველა მოთამაშეზე ადრე). მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე. ჩემი მეუღლეც ასეა, ჩვილი ბავშვის რეჟიმში ვართ. ადრე ვიძინებთ და ადრე ვდგებით’’.

გურამ კაშიამ 2023-24 წლების სეზონში „სლოვანში’’ 39 მატჩი ჩაატარა, პლუს სანაკრებო შეხვედრები. შემდეგ ევრო 2024-ზე ითამაშა და მალევე საკლუბო თამაშებზე გადაერთო, „სლოვანთან’’ ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და ფლეი-ოფი წარმატებით გაიარა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 37 წლის ასაკში თამაშობს.

ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით „სლოვანში’’ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თითქმის ყოველ თამაშში სასტარტოშია და ვლადიმირ ვაისის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: გოგლიჩიძის თამაშმა იბრაჰიმოვიჩი მოხიბლა
იტალიური მედია: გოგლიჩიძის თამაშმა იბრაჰიმოვიჩი მოხიბლა