ედუარდო კამავინგა
Aa
Aa

ტრავმის გამო, კამავინგა 3 კვირას გამოტოვებს

ედუარდო კამავინგა რამდენიმე კვირას ვერ ითამაშებს. მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ნახევარმცველმა „სელტასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

Radio Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა დისკომფორტი დამატებითი ტაიმის დროს იგრძნო, თუმცა სამწვრთნელო შტაბმა მას სთხოვა, ბოლომდე ეთამაშა.

მოგვიანებით კლუბის სამედიცინო სამსახურმა განაცხადა, რომ კამავინგას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთების ტრავმა დაუდგინდა.

Marca-ს ინფორმაციით, ფრანგი 3 კვირა ვერ ითამაშებს. ის შეიძლება მოედანზე 9 თებერვალს დაბრუნდეს, როდესაც სამეფო გუნდი „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

ამ სეზონზე კამავინგამ ესპანეთის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და თავი 2 ასისტით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასახდელში ყველა ფეხბურთელი შეკრიბა და...“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის
„გასახდელში ყველა ფეხბურთელი შეკრიბა და...“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის