ცარუკიანი მახაჩევთან ჩხუბზე: ეს ჩემი ღამე იქნება
არმან ცარუკიანისა და ისლამ მახაჩევის რევანშამდე სულ ცოტა რჩება. ჩხუბის წინ მებრძოლებმა პრესკონფერენცია და პირისპირ დგომი გამართეს.
ცარუკიანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ გამარჯვებას ის მოიპოვებს.
„ეს რევანშიცაა და სატიტულო ბრძოლაც. თუ მე მას დავამარცხებ და ჩემპიონი გავხდები... UFC-ში მე 1 მარცხი მაქვს - ისლამ მახაჩევისაგან. ასე რომ, ეს ჩემი ღამე იქნება“, - თქვა ცარუკიანმა.
თავის მხრივ ისლამმა თქვა, რომ არმანი უკეთესი მებრძოლი გახდა.
„რა თქმა უნდა, ის უკეთესი გახდა. მას UFC-ში 10-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა და უკეთესი მძიმე ბრძოლების წყალობით გახდა, თუმცა მეც გავიზარდე და მეც მძიმე ბრძოლები მქონდა“, - თქვა დაღესტნელმა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვრის დილას, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.