დვალიშვილი: მადლიერი ვარ ამერიკის, მაგრამ არასდროს დავივიწყებ ჩემს სამშობლოს
სულ მალე მერაბ დვალიშვილი მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს და UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას უმარ ნურმაგომედოვთან დაცვას შეეცდება.
„მანქანამ“ ჩხუბის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
„ამერიკაში ჩამოვედი ჩემი ოცნების ასახდენად, რომ გავმხდარიყავი UFC-ს მებრძოლი და მე ამერიკის მადლიერი ვარ, რადგან დამეხმარა აქამდე მოსვლაში. დღეს მე მაქვს პლატფორმა და აქედან წარმოვადგენ საქართველოს. მე მადლიერი ვარ ამერიკის, მაგრამ არასდროს დავივიწყებ ჩემს სამშობლოს - საქართველოს, რომელმაც გამზარდა. რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ ჯერ უნდა ვიმუშაო და ამისთვის ამერიკა საუკეთესო ქვეყანაა. აქ საუკეთესო შესაძლებლობებია “, - თქვა მერაბმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარის დილას გაიმართება.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.