ოლივეირა მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბზე: შემდეგი მე ვარ
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ, ამ დივიზიონში მოქმედი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევისა და ამ ქამრის პრეტენდენტის, არმან ცარუკიანის ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც სულ მალე გაიმართება.
ბრაზილიელი მებრძოლს სურს, რომ შემდეგი თვითონ იყოს.
„მათ მსგავსი სტილი აქვთ. ვფიქრობ, ისლამს მცირე უპირატესობა ექნება. ასევე მგონია, რომ ეს ძალიან კარგი ჩხუბი იქნება, თუმცა ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ვინ გაიმარჯვებს - შემდეგი მე ვარ. თებერვალში ან მარტში ვიჩხუბებ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის მათი ბრძოლა“, - თქვა ოლივეირამ TNT Sports-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვრის დილას, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება ოლივეირას, მან ბოლო ბრძოლა 2024 წლის 17 ნოემბერს გამართა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.