ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბარსელონა ფლიკს კონტრაქტს გაუხანგძლივებს | Diario Sport

„ბარსელონა“ ჰანსი ფლიკისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ Diario Sport-ი წერს.

გამოცემის მტკიცებით, კატალონიელებს, ისევე როგორც გერმანელ სპეციალისტს, ამ საკითხის განხილვა სეზონის მიმდინარეობის დროს არ სურთ, თუმცა კლუბი მზადაა, ფლიკს მომდევნო ჩემპიონატის დაწყებამდე გაურიგდეს. მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

Diario Sport-ი წერს, რომ „ბარსაც“ კი არ ელოდა, რომ ფლიკის თავკაცობით, შედეგები ასე რადიკალურად შეიცვლებოდა.

ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჰანსი გუნდის მომავლის მშენებლობაში საკვანძო ფიგურა გახდება, თავად მწვრთნელი კი კმაყოფილია როგორც კლუბში, ისე ქალაქში ყოფნით.

როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები გართულების გარეშე ჩატარდება და ბარსას თავკაცი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. მან კლუბი 2024 წელს ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამაჩემს ნაპოლი მოულოდნელად არ დაუტოვებია“ | მარადონას შვილი ხვიჩაზე
„მამაჩემს ნაპოლი მოულოდნელად არ დაუტოვებია“ | მარადონას შვილი ხვიჩაზე