კვარა უკვე პარიზშია და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის | რომანო
ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი უკვე პარიზშია და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენი“ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
???????????????? Khvicha Kvaratskhelia is in Paris and will complete medical later today as new PSG player ahead of official statement. pic.twitter.com/a22rUAWmRM
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 17, 2025
ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას , პსჟ-ს ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე ელოდებიან, რომელიც დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.