მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი: მე საქართველოს წარმოვადგენ, უმარი დაღესტანსაც კი არ წარმოადგენს

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლამდე სულ ცოტა რჩება. „მანქანა“ ჩემპიონის ტიტილის შენარჩუნებას შეეცდება.

ამ ჩხუბამდე, რომელსაც UFC-ს მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან, მებრძოლებმა პრესკონფერენცია და პირისპირ დგომი გამართეს.

რა ითქვა პრესკონფერენციაზე:

მერაბ დვალიშვილი: „რა თქმა უნდა, ის ქართველი არ არის. უმარი დაღესტანსაც კი არ წამოადგენს - ის რუსეთს წარმოადგენს. მე საქართველოს წარმოვადგენ. პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილება. შეგიძლია იქ იცხოვრო, სადაც გსურს და ვისაც გინდა, იმას წარმოადგენდე. მე ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოს წარმოვადგენ. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა და UFC-ის მებრძოლი გავმხდარიყავი“.

უმარ ნურმაგომედოვი: „მე წარმოშობით დაღესტნიდან ვარ, რუსეთიდან და შენ გინდა საქართველოში დაბრუნება. იქ გენდობიან? თუ ასე გიყვარს საქართველო, ამერიკაში რატომ ცხოვრობ? რატომ არ იშენებ დარბაზს სამშობლოში და იქ რატომ არ იწყებ ვარჯიშს? იყავი შენს ხალხთან ერთად. მე ჩემს სოფელში ვცხოვრობ, დაღესტანში“.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარის დილას გაიმართება.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ასპექტში მერაბზე უკეთესი ვარ“ - უმარი საჩემპიონო ბრძოლაზე
„ყველა ასპექტში მერაბზე უკეთესი ვარ“ - უმარი საჩემპიონო ბრძოლაზე