მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„როცა დავინახე მოჭიდავე მეგონა“ | მერაბმა კევინ ჯეიმსთან სპარინგი გაიხსენა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კევინ ჯეიმსთან გამართული სპარინგი გაიხსენა. ეს უკანასკნელი ცნობილი ამერიკელი მსახიობია, რომელიც ძირითადად, კომედიური ჟანრის ფილმებში თამაშობს და „მანქანასთან“ სპარინგი გამართა. ჯეიმსის თქმით, იგი ჭკუიდან შეიშალა, რადგან დვალიშვილმა არაფრის გაკეთების შანსი არ მისცა და რამდენჯერმე ძლიერად მოარტყა.

„როცა დავინახე, რომ ჩვენთან სპარინგობდა, ყოფილი მებრძოლი ან მოჭიდავე მეგონა, რადგან ჩვენს ჯგუფში ყველა პროფესიონალი მებრძოლი ვიყავით. როცა სპარინგ-პარტნიორებს არჩევდნენ, მე კევინ ჯეიმსი შემხვდა. მასთან სპარინგი დავიწყე და როგორც იცით, ფიზიკურად ძალიან დიდია, რის გამოც, თეიქდაუნებზე არც კი ვფიქრობდი. მსუქანია და მეგონა, მოჭიდავე იყო. სწორედ ამიტომ არ ვცდილობდი თეიქდაუნის შესრულებას.

ის კარგად მოძრაობდა და მოყვარულ მებრძოლს არ ჰგავდა. ეტყობოდა, რომ გამოცდილება ჰქონდა. რამდენიმე კომბინაციის შემდეგ, სცადა, ჩემთვის ძლიერად დაერტყა. როცა სპარინგისას ცდილობენ, ძლიერად დაგარტყან, შენც სერიოზულად უდგები და ეუბნები, რომ ეს თავად მოისურვა.

რაუნდის დასრულების შემდეგ, კევინი კრის უაიდმენთან მივიდა და რაღაც უთხრა. შემდეგ, კრისი ჩემთან მოვიდა, იცინოდა და მკითხა: „მერაბ, არ იცი ეს ვინაა?“ ვუპასუხე არ ვიცი-მეთქი. კრისმა ყველაფერი ამიხსნა და ვუთხარი, ეს აქამდე უნდა გეთქვა-მეთქი“.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსის თქმით, სავარჯიშო დარბაზში მერაბი ერთადერთი გახლდათ, ვინც არ იცოდა, კევინ ჯეიმსი ვინ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც გააკეთე, ამ ქალაქის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“ | დი ლორენცო კვარას დაემშვიდობა
„რაც გააკეთე, ამ ქალაქის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“ | დი ლორენცო კვარას დაემშვიდობა