საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

იტალიური მედია: გოგლიჩიძის თამაშმა იბრაჰიმოვიჩი მოხიბლა

Calciomercato საბა გოგლიჩიძეზე წერს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, „მილანის“ „ემპოლის“ ქართველი მცველის ყიდვა სურს.

რას წერს Calciomercato:

„სან-სიროზე 30 ნოემბერს გამართული მატჩი საბა გოგლიჩიძისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მიუხედავად „ნაპოლის“ „მილანთან“ დამარცხებიასა, 2004 წელს დაბადებულმა ქართველმა მცველმა ისეთი შთამბეჭდავი თამაში აჩვენა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა („მილანის“ მფლობელის მრჩეველი) და ჯეფრი მონკადას („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) ყურადღება მიიპყრო“.

„საბა გოგლიჩიძის აგენტი, ლუკა პუჩინელი უკვე რამდენიმე დღეა „როსონერის“ ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა. კლუბი ფიქრობს, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები „ემპოლისთან“, რომელთანაც წარსულში ინტენსიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხელმძღვანელობა კონცენტრირებულია თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე, თუმცა უახლეს მომავალში პერსპექტიული მცველის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას კიდევ ერთი მსურველი ჰყავს ტურინის „იუვენტუსის“ სახით.

შეგახსენებთ, საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს'' აღზრდილია, 2024 წლის ზამთრიდან „ემპოლის'' ფეხბურთელია, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ამ სეზონის დაწყებამდე Transfermarkt-ის მონაცემებით საბას სატრანსფერო თანხა 300 000 ევრო იყო, ახლა კი 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალგაზრდა მცველს დაიმატებენ“ | გოგლიჩიძე იუვენტუსის სამიზნეთა შორის
„ახალგაზრდა მცველს დაიმატებენ“ | გოგლიჩიძე იუვენტუსის სამიზნეთა შორის