„რაც გააკეთე, ამ ქალაქის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“ | დი ლორენცო კვარას დაემშვიდობა
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა. „პარტენოპეის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ქართველ ფეხბურთელს დაემშვიდობა და წარმატება უსურვა.
„სალამი მეგობარი. ის, რაც შენ გააკეთე, ამ ქალაქის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რომ შენ გვერდით ვითამაშე. წარმატებები ჩემპიონო... ოცნებების ახდენას გისურვებ. ძალიან მიყვარხარ“.
View this post on Instagram
ცნობისთვის, კვარაცხელია კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს მიიღებს. ხვიჩა პარიზში მომდევნო საათებში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.