ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა გულშემატკივრებს: ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით

„ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი“, - ასე მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოსამშვიდობებელ ვიდეოში თავის გულშემატკივრებს.

ქართველი ფეხბურთელის თქმით, ნაპოლი მისთვის სახლი იყო, სადაც თავს საუკეთესოდ გრძნობდა.

ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს, ჩემპიონობა და სკუდეტო მოუტანოთ.

ამ სტადიონზე, დღეს როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა ალბათ ბოლოჯერ შემოვაბიჯე. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ეს ადგილი, თითოეული მოგონება, ფანების შეძახილი უკვე მოგონებებად გადაიქცა და ხშირად გავიხსენებ ხოლმე.

აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა, ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წელი ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი. ნიცა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდიაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.“, - ამბობს კვარა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნახვამდის დიეგო“ | კვარას დამშვიდობება მარადონასა და ნეაპოლელ ქომაგებს
„ნახვამდის დიეგო“ | კვარას დამშვიდობება მარადონასა და ნეაპოლელ ქომაგებს