ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ემოციური მიმართვა - კვარა ნაპოლის დაემშვიდობა

ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მიმართვას გაავრცელა. ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა.

კვარას თქმით, ნაპოლიში საოცარი დრო გაატარა, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა.

ნაპოლი“ ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია.

პირველი გოლი და განცდები, არასდროს დამავიწყდება - ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრები.

ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის წევრებს და რაც მთავარია თქვენ - გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია, კიდევ შევხვდებით“, - ამბობს კვარა ვიდეოში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გენიოსი, ჯადოქარი, ტალანტი“ | Calcionapoli24-ის გამოსამშვიდობებელი წერილი ხვიჩას
„გენიოსი, ჯადოქარი, ტალანტი“ | Calcionapoli24-ის გამოსამშვიდობებელი წერილი ხვიჩას