ცარუკიანი მახაჩევთან ჩხუბზე: ხალხი ამ რევანშზე მომდევნო 10 წელი ილაპარაკებს
არმან ცარუკიანმა ისლამ მახაჩევთან დაგეგმილ რიგით მეორე ჩხუბზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, რამდენიმე დღეში გაიმართება.
საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლის თქმით, მათი რევანში ისტორიაში შევა.
„ეს მსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იქნება. ჩვენი პირველი ჩხუბი თითქმის 6 წლის წინ გაიმართა და დღემდე ყველა მასზე ლაპარაკობს. წარმოიდგინეთ, რას ვაჩვენებთ შაბათს. ხალხი ამ რევანშზე მომდევნო 10 წელი ილაპარაკებს“, - თქვა არმანმა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვრის დილას, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.