„მამაჩემს ნაპოლი მოულოდნელად არ დაუტოვებია“ | მარადონას შვილი ხვიჩაზე
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იგი „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ღირსეული შემცვლელის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„მამაჩემის წასვლა? მაშინ სხვა დრო იყო და ადამიანებიც სხვანაირები იყვნენ. მამაჩემს ნაპოლი ასე მოულოდნელად არ დაუტოვებია, მაგრამ არ მინდა, განვსაჯო ბიჭი, რომელიც პარტენოპეის მესამე სკუდეტოს მთავარი გმირი იყო.
კვარაცხელიას გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და არც მომწონს, მაგრამ მინდა, მადლობა გადავუხადო. კონტეს პოზიციას ვიზიარებ - ვისაც გუნდში ყოფნა არ სურს, შეუძლია წავიდეს. გარნაჩოს რაც შეეხება, ხვიჩას დონის ფეხბურთელის პოვნა თითქმის შეუძლებელია. როცა თავს კარგად გრძნობს, ის მსოფლიოს ტოპ 3 გარემარბს შორისაა”.
ცნობისთვის, იწერება, რომ ხვიჩა საფრანგეთის დედაქალაქში დღეს საღამოს ჩავა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს. ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას კი, პსჟ-ს ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრეს კონფერენციაზე ელოდებიან, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.