„საჩუქარი იმიტომაა, რომ მარტივი ჩხუბია“ | უმარი მერაბთან ორთაბრძოლაზე
მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად UFC 311-ზე დაიცავს. „მანქანა“ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება და რუსი მებრძოლის თქმით, მას ძალიან მარტივი ორთაბრძოლა ელოდება.
„მინდა, ხალხს ავუხსნა, რატომ ვთქვი პრესკონფერენციაზე, რომ ეს საჩემპიონო ორთაბრძოლა საჩუქარია. საჩუქარი იმიტომ არაა, რომ ამ ჩხუბს არ ვიმსახურებდი. საჩუქარია იმიტომ, რომ მარტივი ჩხუბია.
დამსახურებაზე თუ ვლაპარაკობთ, მისმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა საჩემპიონო ორთაბრძოლა ზედიზედ მოგებული 5 ჩხუბის შემდეგ მიიღო. პიოტრ იანი ტიტულზე ზედიზედ 6 მოგების შემდეგ აჩხუბეს. ტი ჯეი დილაშოუ და მარლონ ვერა - 1 მოგების შემდეგ. ფაქტებს შევხედოთ. დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა ამდენი ხანი იმიტომ ვერ მიიღო, რომ ტიტულს მისი მეგობარი ფლობდა და მერაბს მასთან ჩხუბი არ უნდოდა“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.