კვარა პსჟ-ში 7 ნომრით ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 7 ნომრით ითამაშებს. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს ნომერი თავისუფალი მას შემდეგ არის, რაც კილიან მბაპე წავიდა, რომელიც კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია.
„ნაპოლიში“ კვარა 77 ნომრით თამაშობდა, რადგან იმ დროისთვის, როდესაც 7 ნომერი უკვე დაკავებული იყო.
იწერება, რომ ხვიჩა საფრანგეთის დედაქალაქში დღეს საღამოს ჩავა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს. ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას კი, „სენ-ჟერმენის“ ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრეს კონფერენციაზე ელოდებიან, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.