„საკითხავია შეძლებს თუ არა მერაბთან იგივე გააკეთოს“ | დენა უაითი უმარი VS დვალიშვილზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. უაითის თქმით, გულშემატკივრები ნამდვილ ომს იხილავენ და მებრძოლები სტილისტურად ერთმანეთს ჰგვანან.
„უმარი ამ დივიზიონის მომავალი უნდა იყოს და ყველას სჯერა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გახდება და დიდი ხნის განმავლობაში, დომინანტი იქნება. მერაბი სხვა აზრზეა. სტილისტურად, ისინი ერთმანეთს ჰგვანან და ეს ჩხუბიც ნამდვილი ომი უნდა იყოს.
უმარი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. პარტერში ბრწყინვალეა და არც დგომში ჩხუბის ეშინია. დაღესტნური სტილი აქვს და როცა თეიქდაუნს ასრულებს, ფეხებს გითიშავს და გსჯის. შეძლებს ეს მერაბთან გააკეთოს? საკითხავი სწორედ ესაა“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.