ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პარიზში დღეს ჩავა - დეტალები კვარას ტრანსფერზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის ამბავი რომ დროის საკითხია, უკვე ყველამ კარგად იცის. წამყვანი სპორტული სააგენტოებისა და ცნობილი იტალიელი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს, უკვე დადასტურდა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა კი კიდევ უფრო მეტი სიახლე გააჟღერა.

იწერება, რომ ხვიჩა საფრანგეთის დედაქალაქში დღეს საღამოს ჩავა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს. ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას კი, „სენ-ჟერმენის“ ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრეს კონფერენციაზე ელოდებიან, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან“ (შინ) და “შტუტგარტთან“ (სტუმრად) ამ ტურნირის საშემოდგომო ნაწილად ითვლება და უეფაში კლუბის განაცხადი უკვე შევსებულია, კვარა პარიზელების დახმარებას ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი პლეი ოფში გავა.

ასევე ვერ მოესწრება მისი „ლანსთან“ შაბათს გასამართ თამაშის განაცხადში შეყვანა. ასე რომ, ხვიჩას დებიუტი პსჟ-ში დიდი ალბათობით, 25 იანვარს, „პარკ დე პრენსზე“ ჯაბა კანკავას ყოფილი გუნდის, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება, რომელიც თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფრანგეთში თავს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს“ - ჯანაშია კვარაზე
„საფრანგეთში თავს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს“ - ჯანაშია კვარაზე