იანიკ სინერი
Aa
Aa

მოიგო, თუმცა ტრადიცია დაარღვია - სინერის შეწყვეტილი სერია

იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ტრისტიან კულკეიტი ოთხ სეტში, 4:6, 6:4, 6:1, 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, თუმცა მსოფლიო რეიტინგის იტალიელი ლიდერისთვის ამ შეხვედრაში ერთი სასიამოვნო ტრადიცია მაინც დაირღვა. ოქტომბრის შემდეგ მას ყველა ტურნირზე ზედიზედ 29 სეტი ჰქონდა მოგებული და ეს ფენომენალური სერია კულკეიტმა შეუწყვიტა, რომელიც 173-ე ნომერია და შეჯიბრებაზე ველური ბარათით მოხვდა. ამ მხრივ რეკორდსმენი რაფაელ ნადალია, რომელმაც 2017 წელს ზედიზედ 50 სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

შეხვედრაში, რომელიც 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა, სინერმა 14 ეისი შეასრულა, ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცამეტიდან ხუთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. მისთვის ყველაზე დასანანი კი ის გახლავთ, რომ პირველი სეიტი მაშინ წააგო, როდესაც ანგარიში 4:5 იყო და თავად აწვდიდა. რაც შეეხება იტალიელის მეტოქეს, მის ანგარიშზე 13 ეისი, 10 ორმაგი შეცდომა და ერთი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი იყო.

სინერის მომდევნო მეტოქე ამერიკელი მარკოს გინერი იქნება, რომელიც რეიტინგში 46-ე ადგილზე იმყოფება. ცნობისათვის, იტალიელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია - მან შარშან ფინალში რუს დანილ მედვედევს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას გვიმალავთ - კირიოსის სკანდალური სტატუსი
რას გვიმალავთ - კირიოსის სკანდალური სტატუსი