„ყველა ასპექტში მერაბზე უკეთესი ვარ“ - უმარი საჩემპიონო ბრძოლაზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო ჩხუბამდე თავისი ბრძოლის გეგმაზე ისაუბრა
რას ამბობს უმარი:
„უბრალოდ მინდა, რომ კარგი ბრძოლა ჩავატარო და მერაბი ყველა ასპექტში დავამარცხო. არ მინდა ჩემი გუნდის წევრები და ახლობლები ვანერვიულო, დომინირება და კარგად ბრძოლა მინდა. კარიერის განმავლობაში, ყველა ბრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, თითქოს თითოეული მათგანი ქამრისთვის ჩხუბი იყო. არ მაქვს არანაირი ფსიქოლოგიური სირთულეები, ან რაიმე ისეთი სახის პრობლემა, რაშიც მხარდაჭერა მჭირდება, ყველაფრისთვის მზად ვარ. არ ვფიქრობ, რომ მერაბი რამით მჯობია, ან ჩემზე უკეთესი უნარები აქვს. ის ჩემზე კარგი არც ერთ ასპექტში არაა - არც ფეხზე, არც ჭიდაობაში და არც გრეპლინგში“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.