ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მეეჭვება არმანს ეს დაეხმაროს“ - მახაჩევი ცარუკიანი-მარტინსის თანამშრომლობაზე

2015 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც მისი მეტოქე ადრიანო მარტინსი იყო, ისლამ მახაჩევი MMA-ში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად დამარცხდა. მას შემდეგ დაღესტნელმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი მოიგო და დაიცვა კიდეც, თუმცა არმან ცარუკიანი რამდენიმე დღეში მისი ჰეგემონიის დასრულებას აპირებს და ამისთვის უკანასკნელი თვეების განმავლობაში სწორედ მარტინსის დახმარებით სარგებლობდა, რაზეც მახაჩევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რას ამბობს მახაჩევი

ვნახე ფოტო, სადაც ცარუკიანისა და მარტინსის ერთობლივი ვარჯიში იყო გადაღებული და არანაირი რეაქცია არ მქონია. ადრიანომ მე დამამარცხა, მაგრამ ამის შემდეგ წააგო, თანაც რამდენჯერმე. თუ არ ვცდები, მაგის მერე არც ერთი ბრძოლა აღარ მოუგია. აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? იმის, რომ მარტინსი არის ადამიანი, რომელსაც განვითარებისა და მომატების უნარი არ გააჩნია. ასე რომ, არა მგონია, მასთან ვარჯიში ცარუკიანს რაიმეში გამოადგეს.

ცნობისათვის, არმან ცარუკიანმა აღნიშნა, რომ ისლამ მახაჩევი ხაბიბ ნურმაგომედოვის თანამედროვე, უფრო მრავალმხრივი და გაუმჯობესებული ვერსიაა და თუ ის მის დამარცხებას შეძლებს, გამოდის, რომ ხაბიბის ყველა გეგმა გაშიფრა და თავდაყირა დააყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანს მსოფლიოს შოკირება შეუძლია“ - დვალიშვილის პროგნოზი
„ცარუკიანს მსოფლიოს შოკირება შეუძლია“ - დვალიშვილის პროგნოზი