მახაჩევის მწვრთნელი: „ყველაზე მეტად დასტინთან გაუჭირდა“
ისლამ მახაჩევს UFC-ში ერთადერთი მარცხი ადრიანო მარტინსთან აქვს განცდილი, რომელიც ახლა მისი მომავალი მოწინააღმდეგის, არმან ცარუკიანის მწვრთნელია. თუმცა, როგორც მისი სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხავიერ მენდესი აცხადებს, თავად ისლამი თვლის, რომ იმ წაგებაზე უფრო მეტად მას დასტინ პორიესთან გამკლავება გაუჭირდა.
რას ამბობს მენდესი
ისლამმა დასტინთან შეხვედრამდეც კარგად იცოდა, თუ რამდენად ძლიერი იყო კრივში მისი მეტოქე, მაგრამ იყო ამ ბრძოლაში მომენტები, როდესაც მახაჩევის გამარჯვება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
გეთანხმებით, მარცხი ყოველთვის რთულია, მაგრამ მარტინშთან წაგების შემდეგ იმდენ წარმატებას მიაღწია, რომ ისლამს ის დაპირისპირება აღარც ახსოვს. თუ მისთვის აპირებთ შეკითხვის დასმას, რომელი იყო ყველაზე რთული ბრძოლა, შემიძლია მის მაგივრადაც გიპასუხოთ, რომ ეს პორიესთან ჩხუბი იყო.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევის მიერ დასტინ პორიესთან შესრულებული მახრჩობელა ილეთი 2024 წლის საუკეთესო საბმიშენად დაასახელეს.