კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ისევ გაუპატიურების საქმე - მაკგრეგორს სასამართლოში უჩივლეს

გაუპატიურების საქმეზე მასთან დაკავშირებით ერთი სასამართლო მოსმენა სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა კონორ მაკგრეგორმა მოასწრო და კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს ისევ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს ერთ-ერთი გოგონა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. გამოძიება ფლორიდის პროკურატურამ უკვე დაიწყო და საქმე უახლოეს მომავალში სასამართლოს გადაეცემა.

დაზარალებულის თქმით, ეს ყველაფერი 2023 წლის 9 ივნისს, „მაიამი“ – „დენვერის“ შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც მაკგრეგორმა მასზე დარბაზის მამაკაცების საპირფარეშოში იძალადა. როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარს კატეგორიულად უარყოფს ირლანდიელი მებრძოლი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მათგანი მის სიტყვებს დაადასტურებს.

ცნობისათვის, მაკგრეგორს 2018 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გოგონაზე სექსუალური ძალადობა დაუმტკიცდა, თუმცა რატომღაც პატიმრობას გადაურჩა და მხოლოდ 250-ათას ევროიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერნაბეუს შევსება გაუჭირდება - კონორმა დაწერა და წაშალა
ბერნაბეუს შევსება გაუჭირდება - კონორმა დაწერა და წაშალა