ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„საფრანგეთში თავს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს“ - ჯანაშია კვარაზე

საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერზე ისაუბრა.

მისი აზრით, საფრანგეთში ხვიჩა თავს კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს.

 

რას ამბობს ზაზა ჯანაშია:

 

 

„რა თქმა უნდა, კვარაცხელია მზადაა წამყვან ევროპულ გუნდში სათამაშოდ, ის ნამდვილი პროფესიონალია. მიხარია, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, იმიტომ რომ მათი სტილი უფრო შეეფერება. საფრანგეთში ხვიჩა იმაზე უკეთ ითამაშებს, ვიდრე სერია ა-ში თამაშობდა“.

 

პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე დადასტურდება. მანამდე, გავლენიანმა ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და ქართველი შემტევის პარიზულ გუნდში თამაში 100%-ით გადაწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.

რომანო წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლისთვის უკვე გადაიტვირთა“ - მასიმო კარერა ხვიჩას ტრანსფერზე
„ნაპოლისთვის უკვე გადაიტვირთა“ - მასიმო კარერა ხვიჩას ტრანსფერზე