„ისლამს უფრო რთული ბრძოლა ექნება, ვიდრე მე მერაბთან“ - უმარის პრესკონფერენცია
გუშინ, UFC 311-ის მედია დღე იყო, სადაც მებრძოლები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სააგენტოებისა და ტელევიზიის კითხვებს პასუხობდნენ. დღის ბოლოს კი მებრძოლებმა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს. მათ შორის იყო მერაბ დვალიშვილის მეტოქე, უმარ ნურმაგომედოვიც.
რა თქვა უმარმა „მანქანასთან“ ბრძოლაზე:
„აქ ყოფნა ჩემთვის ამაღელვებელი მომენტია. ადრეა თუ არა ჩემთვის საჩემპიონო ბრძოლა? რა თქმა უნდა, არა. ყველა მებრძოლისთვის მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა. ზოგიერთი სატიტულო ბრძოლას ერთი მოგებითაც იღებს. აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ თითქოს ეს ბრძოლა ჩემი ბიძაშვილის, ხაბიბის გამო მივიღე. თუ გახსოვთ, ალჯამეინ სტერლინგმა ქამრისთვის ბრძოლა 5-ბრძოლიანი მოგებების სერიის შემდეგ მიიღო და რატომ არ შეიძლება მივიღო მე 6-ბრძოლიანი მოგებების შემდეგ?“
„არის თუ არა მერაბი ჩემთან ბრძოლის გამო ზედმეტად ემოციური?“ რა თქმა უნდა, ის ნერვიულობს, შესაძლოა, UFC-ს მიმართაც არის ემოციური, რადგან იცის, რომ უბიძგებდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ებრძოლა. არ უნდოდა ჩემთან ბრძოლა, რადგან იცის, რომ მისთვის ყველაზე რთული მეტოქე ვარ. მარტივი ბრძოლების მიღება უნდოდა, რადგან იცის, რომ ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებს. დენა უაითის მიმართ არაფრის თქმა შეუძლია. UFC-ის იზიდავდა ეს ბრძოლა, რადგან სტილისტურად მსგავსი მებრძოლები ვართ. ის რომ ჩემპიონი არ ყოფილიყო, ამ ბრძოლას არც აიღებდა“.
„არის თუ არა მერაბი ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე? არა, ის უბრალოდ ჩემი მომდევნო მეტოქეა. ზოგადად, ყოველთვის ისეთ ბიჭებთან ვვარჯიშობდი, რომლებსაც ჩემი გაუმჯობესება შეეძლოთ. MMA ახლა საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა, ყველამ იცის როგორ დაარტყას, როგორ იჭიდაოს, ყველას კარგი გრეპლინგი აქვს. ამის გამო, ყოველთვის, როდესაც ვვარჯიშობდით, ყველა კომპონენტს ვაუმჯობესებდით. ვცდილობდით, რომ ნებისმიერ პოზიციაში საუკეთესოები ვყოფილიყავით“.
„მერაბთან დაპირისპირება ბოლო პრესკონფერენციაზე? რა თქმა უნდა, ეს მომენტი მახსოვს. როდესაც მკითხა, თუ რატომ გამოვხატავდი მის მიმართ უპატივცემულობას, ვუთხარი, თუ რას გულისხმობდა. მაინტერესებდა, მისთვის სენსიტიურ თემას თუ შევეხე, რა ვუთხარი ისეთი, რაც არ ესიამოვნა. ის კი გამუდმებით მიმეორებდა, თუ რატომ გამოვხატავდი მის მიმართ უპატივცემულობას... მისი შვილი არ ვარ, ეს მამა შვილივით ვერ მეტყვის, თუ რატომ ვაკეთებ ამას. თუ ნახავთ ისეთ რამეს, სადაც მერაბის წინააღმდეგ რამე ცუდი ვთქვი, მაგალითად: „მერაბი მშიშარაა, მერაბი ნაგავია და ა.შ. მეც მაჩვენეთ... ის აკეთებდა ვიდეოებს, სადაც ამბობდა, რომ პიოტრ იანმა დაიმსახურა ჩემზე მეტი, ამის გამო კი ბუნებრივია ვეტყვი, რომ „მერაბ, ნუ გეშინია...“ ვერავინ გაიგებს, თუ რატომ მარიდებს თავს... დენამ თქვა, რომ შემდეგი მე ვიყავი, ჯო როგანმა ბრძოლის შემდეგ ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა უმარზე, რადგან ის შემდეგი კანდიდატი იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ცდილობდა, რომ ჩემთვის თავი აერიდებინა“.
„მე უფრო რთული ბრძოლა მექნება თუ ისლამს? ვფიქრობ, არმანი ბევრად უკეთესი მებრძოლია, ვიდრე მერაბი. მას უფრო დიდი უნარები აქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისლამისთვის რთული ბრძოლა იქნება, რადგან ისლამი წარმოუდგენელი მებრძოლია. ის იყო ადამიანი, რომელსაც როდესაც ვუყურებდი, უბრალოდ მინდოდა, რომ ისლამი ვყოფილიყავი. როგორც მებრძოლი, ის უმაღლეს დონეზეა“.
„ველი თუ არა მერაბისგან საფრთხეს სტრაიკინგში? არ მადარდებს რას იტყვის. 100%-ით ვიცი, რომ ჭიდაობა მოუწევს. რაც შეეხება სტრაიკინგს, ხომ ნახეთ მისი ბოლო ბრძოლა ომალის წინააღმდეგ? ფეხზე ის ყველა პოზიციაში აგებდა.. უშვებდა ფანჩებს, ფეხით დარტყმებს... ამ კომპონენტში არც თუ ისე კარგია... ერთადერთი, რაც კარგად გააკეთა, ეს თეიქდაუნები იყო. არ ვიცი, რატომ არ ივარჯიშა ომალი თეიქდაუნებისგან დაცვაში. არ მაინტერესებს მერაბი რას იტყვის, როდესაც გალია დაიხურება და ერთმანეთთან პირისპირ დავრჩებით, იქ გამოჩნდება ვის რისი გაკეთება შეუძლია და ვინ იქნება საუკეთესო მებრძოლი“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.