ნეიმარი
Aa
Aa

ინტერ მაიამის პასიურობის ფონზე - ნეიმარის ახალი ვარიანტი

ნეიმარი რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი ხდება და იმ ხშირი ტრავმების ფონზე, რომელიც მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აწუხებდა, „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელები მასთან თანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილით არ გამოირჩევიან და სურთ ბრაზილიელი ვარსკვლავი ახლავე გაასხვისონ, რათა ნახევარი წლის შემდეგ მისი უფასოდ დათმობა არ მოუწიოთ. ამ მხრივ, მათი გეგმების განხორციელებისთვის ახალი ვარიანტი გამოჩნდა, და თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, სამხრეთ ამერიკელი კარიერას MLS-ში განაგრძობს.

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ხსენებაზე ყველას პირველ რიგში „ინტერ მაიამი“ ახსენდება, სადაც ხავიერ მასკერანოს, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბას, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის სახით, მას ხუთი ყოფილი თანაგუნდელი დახვდება. თუმცა, საქმე იმაშია, რომ არა ფლორიდული კლუბი, არამედ „ჩიკაგო“ აქტიურობს. „ფაირის“ ხელმძღვანელები არაბებს უკვე დაუკავშირდნენ და 32 წლის შემტევი ნახევარმცველის გაფორმებას ამ თვეშივე გეგმავენ, თუმცა მოლაპარაკებისა და „იანკების“ შეთავაზების დეტალების შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რომარიომ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ სელესაოს 2026 წლის მუნდიალის მოგების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ნეი ძველ ფორმას აღიდგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი: ვეთანხმები რონალდუს - საუდის ლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია
ნეიმარი: ვეთანხმები რონალდუს - საუდის ლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია