თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - შენგელიას 12 ქულა

ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია მოედანს საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული გათამაშების XXI ტურში დაუბრუნდა. „ვირტუსმა“ სტუმრად ლიეტუვის „ჟალგირისთან“ 9-ქულიანი სხვაობით, 68:77 წააგო და მიმდინარე შეჯიბრებაში მეთხუთმეტე მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და მატჩი 12 ქულით, 7 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თოკომ ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. შვიდი მოხსნიდან შენგელიამ ხუთი დაცვაში, ორი კი შეტევაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი „ჟალგირისის“ კალათბურთელი სილვიან ფრანსისკო გახლდათ, რომელმაც 20 ქულა დააგროვა, ხოლო ბოლონიელთა მხრიდან 18 ქულით ისა კორდინიე გამოირჩა.

21 თამაშის შემდეგ 6 მოგებითა და 15 წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეთექვსმეტე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელია და მისი თანაგუნდელები ხვალ, მიუნხენში ადგილობრივ „ბაიერნთან“ გამართავენ და მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლდუინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში
ბოლდუინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში