ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

გიჟური მატჩი - ბუდუს საგოლე პასი და ჰაიდენჰაიმის ფრე ბრემენში

ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბრემენში „ვერდერს“ ესტუმრა და გიჟურ მატჩში ფრედ 3:3 ითამაშა.

ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავისი გუნდის გატანილ ორივე გოლში მიიღო აქტიური მონაწილეობა. 30-ე წუთზე შოპნერის საგოლე შეტევაში აქტიური პრესინგისას ერთ-ერთი გამამწვავებელი პასი სწორედ ქართველმა შეასრულა. 61-ე წუთზე კი კერბერს უკვე უშუალოდ თავად გაატანინა.

„ჰაიდენჰაიმმა“ მატჩში ანგარიშის გათანაბრება სამჯერ შეძლო. 95-ე წუთზე ლეო სიენსამ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ გვერდი ბუდუს პირველ ტურში საგოლე პასს არ უთვლის და წერს, რომ დღევანდელ შეხვედრაში ქართველს ბუნდესლიგაში პირველი საგოლე მოქმედება ჰქონდა.

ბუდუს გუნდი 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 14 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება.

„ჰაიდენჰაიმი“ მე-18 ტურში „ზანქტ პაულს“ უმასპინძლებს. მატჩი 18 იანვარს 18:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლი და ლიონის სენსაციური მარცხი მე-5 ლიგის აუტსაიდერთან
მიქაუტაძის გოლი და ლიონის სენსაციური მარცხი მე-5 ლიგის აუტსაიდერთან