ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: ბარსას თამაში მაგიჟებს, მათ რეალისთვის 10:1 უნდა მოეგოთ

ანტონიო კასანო „ბარსელონას" თამაშით აღფრთოვანებულია. იტალიელს ფლიკის გუნდის სათამაშო სტილი და ხასიათი ხიბლავს. მისი აზრით, „ბლაუგრანას“ „რეალისთვის“ 10:1 უნდა მოეგო.

„ბარსელონას სტილი მაგიჟებს. მათთვის გამარჯვება არის ის, როცა ხალხი თამაშის ყურებისგან სიამოვნებას იღებს. ბურთის ფლობა, თავდასხმა... მსოფლიოში სხვა ამას ასე ვერ აკეთებს. თამამი მენტალიტეტი აქვთ, არაფრის არ ეშინიათ.

მათი ფილოსოფიის გაგება მაშინ დავიწყე, როცა რომაში ვთამაშობდი და მათ შევხვდით. ჩვენ ისინი ტოტის, მონტელას და ტომაზის გოლებით 3-0 დავამარცხეთ, საპასუხო მატჩში კი 1-1 ვითამაშეთ, კლუივერტისა და პანუჩის გოლებით. ამის შემდეგ შემიყვარდა ეს გუნდი. შესაძლოა, ბარსელონასთვის მეტის გაკეთება შემეძლო... მაგრამ რეალისგან შემოთავაზება მივიღე, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანმა კლუბმა დამირეკა და არაფერს ვნანობ. ქუდს ვიხდი და მადლობას ვამბობ.

მაგრამ მე რომ ახლა ვთამაშობდე და ბარსელონასგან შემოთავაზება მქონდეს, მათ ავირჩევდი და არა რეალს. იმ დროს ჩემს პოზიციაზე რონალდინიო თამაშობდა. ოქროს ბურთის მფლობელი და მათ მე არ ვაინტერესებდი.

იტალიაში ჩვენ ბასტონისა და ბარელას ფენომენს ვუწოდებთ, შემდეგ კი ვხედავ კუბარსის თამაშს, რომელიც მბაპეს წინააღმდეგ მოქმედებს და ვფიქრობ - „ეს არის ნამდვილი ფენომენი, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობს.

რაც შეეხება კლასიკოს, რომ არა შესნის გაძევება, ბარსელონა 10:1-ს მოიგებდა. არა 10:2-ს, არამედ 10:1-ს, რადგან რეალმა მეორე გოლი სწორედ შესნის გაძევების შემდეგ გაიტანა“.

- განაცხადა კასანომ Viva el Fútbol-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არაუხო ბარსელონაში რჩება | რომანო
არაუხო ბარსელონაში რჩება | რომანო