„კონტე კვარას ცივად დაემშვიდობა, ხვიჩა ენრიკეს უკვე ესაუბრა“ - იტალიური პრესა
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. უახლოეს დღეებში (შესაძლოა საათებშიც) კლუბები ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ და ტრანსფერიც დადასტურდება.
იტალიური Areanpoli წერს, რომ კვარაცხელიას ანტონიო კონტე ცივად დაემშვიდობა. ლუის ენრიკე კი ქართველ ფეხბურთელს ტელეფონზე ესაუბრა და მისი პროექტი გააცნო. გამოცემა წერს, რომ კვარა პსჟ-ში მბაპეს მემკვიდრე იქნება.
„ხვიჩა პარიზში გამგზავრებამდე კლუბის საწვრთნელ ბაზას კასტელ ველტურნოს ესტუმრა, სადაც გუნდელებს დაემშვიდობა. მას ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან კუნთების ტკივილი კვლავ აწუხებს.
ეს იყო სევდიანი მომენტი, როცა ხვიჩა გუნდელებს გამოემშვიდობა. ქართველი კარგი ადამიანია. რაც შეეხება კონტეს, ის კვარას ცივად დაემშვიდობა, რადგან მისთვის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა მოულოდნელობა იყო“.
- წერს იტალიური გამოცემა.
რაც შეეხება ლუის ენრიკესთან საუბარს:
„ლუის ენრიკე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა კვარაცხელიას შეძენას, ეს მისი ფიქსირებული იდეა იყო ჯერ კიდევ გასული ივნისიდან. ესპანელმა სპეციალისტმა აიძულა კლუბის ხელმძღვანელობა, რომ კვარას ტრანსფერი რეკორდულ დროში დაეხურა. ის მომდევნო წლებში გუნდის მთავარი საყრდენი იქნება. ხვიჩა ყველა თვალსაზრისით კილიან მბაპეს მემკვიდრე იქნება.
ენრიკესა და კვარას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, რომელშიც ხვიჩამ თავის ახალ გუნდში ტაქტიკურად და ტექნიკურად მისი მომავალი როლის შესახებ გაიგო“.
აქვე გეტყვით, რომ ფაბრიციო რომანოს ცნობით, კვარაცხელია პარიზელებთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ნაპოლი“ კი 70-75 მილიონ ევროს მიიღებს.