ჩელსიმ ჩალობას იჯარა ნაადრევად შეწყვიტა | ორნშტეინი
ცენტრალური მცველი, ტრევო ჩალობა, რომელიც იჯარით „კრისტალ პალასში“ თამაშობს, „ჩელსიში“ ვადაზე ადრე დაბრუნდება. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, დევიდ ორნშტეინი წერს.
წყაროს ინფორმაციით, „ლურჯები“ ჩალობას განიხილავენ როგორც გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს მიმდინარე სეზონში.
ინგლისელმა ფეხბურთელმა „კრისტალ პალასის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. საიჯარო გარიგების თანახმად, ის „არწივებში“ 2025 წლის მაისის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს, „კრისტალ პალასი“ კი მე-15 ადგილზეა.