ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯო როგანი
Aa
Aa

„სიგიჟეა, იგივე დაღესტანში რომ მომხდარიყო...“ | ჯო როგანი ხაბიბის ინციდენტზე

UFC-ის კომენტატორი, ჯო როგანი ხაბიბ ნურმაგომედოვის ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგანმა „არწივზე“ საკუთარ პოდკასტში ისაუბრა და განაცხადა, რომ დაღესტანში რამე მსგავსი რომ მომხდარიყო, ბორტგამცილებელს ორმოში ჩააგდებდნენ.

„ნამდვილი სიგიჟეა. ხაბიბთან სტიუარდესა მივიდა, რადგან ის ავარიულ გასასვლელთან მდებარე სავარძელზე იჯდა და უთხრა, ადგილი შეეცვალა. ნურმაგომედოვი უხსნიდა, რომ ინგლისური იცის, ყველაფერი ესმის და არანაირი პრობლემა არ გაჩნდებოდა, მაგრამ თვითმფრინავი დაატოვებინეს. სრული სიგიჟეა.

ნეტავ ბორტზე ვყოფილიყავი... შეიძლება, ეს ქალბატონი ჯონ ჯონსის ფანია და ხაბიბის საუბარი არ მოსწონს. თვლის, რომ ყველა დროის საუკეთესო ჯონ ჯონსია და ასე ამიტომ მოიქცა. სიგიჟეა, რაც მოხდა. ხაბიბმა სიმშვიდე შეინარჩუნა და პატივისცემას იჩენდა. თქვა კიდევაც, ავარიული დაშვების შემთხვევაში, დაგეხმარები და კარს გავაღებო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ხალხი გაგიჟდა.

ბორტზე რომ ვყოფილიყავი, სტიუარდესასთან მივიდოდი და ვეტყოდი: „ქალბატონო, იცით ეს ვინაა?“ შემდეგ Google-ში ხაბიბს მოვძებნიდი და ყველაფერს ვაჩვენებდი. წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა, იგივე დაღესტანში რომ მომხდარიყო? სტიუარდესას ალბათ ორმოში ჩააგდებდნენ“.

შეგახსენებთ, რომ სტიუარდესამ ხაბიბს ადგილის გამოცვლა სთხოვა, რადგან ჩათვალა, რომ ავარიული დაჯდომის შემთხვევაში, ის სათანადო დახმარებას ვერ გაუწევდა „არწივმა“ ადგილის შეცვლაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ, თვითმფრინავი დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რაც ახლა არის, ეს მხოლოდ ნაპოლის დამსახურებაა“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე
„რაც ახლა არის, ეს მხოლოდ ნაპოლის დამსახურებაა“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე