კვარას შემდეგ რასპადორიც? ჯაკომომ ტრანსფერზე დაყენება ითხოვა
ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, „ნაპოლი“ შესაძლოა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, ტრანსფერზე დაყენება „პარტენოპეის“ კიდევ ერთმა შემტევმა, ჯაკომო რასპადორიმ ითხოვა.
შირა წერს, რომ იტალიელი ფეხბურთელი სათამაშო დროის არქონის გამო უკმაყოფილოა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელებს სხვა კლუბში გაშვებისკენ მოუწოდებს.
ჯაკომო რასპადორის რამდენიმე იტალიური კლუბის შეთავაზება აქვს, მათ შორის არიან „მილანი“ და „ვენეცია“, შირა კი ამბობს, რომ 24 წლის შემტევი დიდი ალბათობით „როსონერის“ ვარიანტს აირჩევს.
ჯაკომო რასპადორი „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში „სასუოლოდან“ შეუერთდა და ყველა ტურნირზე გუნდის მაისურით 94 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.