ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მის მიმართ აგორებული კამპანია უსამართლოა“ - ფედელემ კვარა დაიცვა

ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ იტალიური მედიის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

რას ამბობს ფედელე:

„ნაპოლის“ ისეთი მოთამაშე სჭირდება, რომელსაც გოლის ალღო აქვს და საგოლე სიტუაციის შექმნა შეუძლია. დღეს კი ასეთი ხელმისაწვდომი მოთამაშე ძალიან ცოტაა. მგონია, რომ გუნდისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი ფედერიკო კიეზაა, ფეხბურთელი, რომელიც ახლა „ლივერპულში“ თამაშობს, მას ბევრი გოლის გატანა შეუძლია. იტალიელი ახლა ფორმას იბრუნებს და მას ივნისამდე იჯარის წესით დავიმატებდი, ეს როგორც „ნაპოლისთვის“, ისე „ლივერპულისთვისაც“ მოსახერხებელი იქნებოდა“.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ კვარაცხელია რჩებოდეს, მაგრამ მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო და ამას პატივი უნდა ვცეთ. მის წინააღმდეგ ისეთი კამპანია აგორდა, თითქოს მოღალატე იყოს, მაგრამ მისი წასვლა თავიდან-ბოლომდე „ნაპოლის“ შეცდომაა. კლუბს მასთან კონტრაქტი პირველი სეზონის დასრულებისთანავე უნდა გაეხანგრძლივებინა“.

პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება. მანამდე, გავლენიანმა ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და ქართველი შემტევის პარიზულ გუნდში თამაში 100%-ით გადაწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.

რომანო წერს, რომ პსჟ-ში უკვე დაინიშნა ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება და ეს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი ჩემპიონს კარგავს...“ - კასანომ კვარას ტრანსფერზე ისაუბრა
„ნაპოლი ჩემპიონს კარგავს...“ - კასანომ კვარას ტრანსფერზე ისაუბრა