ნიუკასლი, ვახტანგ სალია
Aa
Aa

„ძალიან კარგი ბიჭი ჩანს“ - ნიუკასლის მწვრთნელი სალიაზე

„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ გუნდის ქართველ ახალწვეულზე, ვახტანგ სალიაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „კაჭკაჭების“ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდის თავკაცსაც გაესაუბრა.

ედი ჰაუ:

„კარგი საუბარი მქონდა მასთან, მის ოჯახთან და წარმომადგენლებთან. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს, კარგი დამოკიდებულებით, რომელსაც სწავლა სურს. მისი შემდეგი ნაბიჯი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ, უდავოდ, სალია ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ სალიამ „ნიუკასლმა“ თბილისის „დინამოდან“ გასული წლის ზაფხულში დაიმატა და იჯარით თბილისურ კლუბში დატოვა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი „კაჭკაჭებს“ 2025/26 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „ნიუკასლი“ 20 მატჩის შემდეგ 35 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში სალიამ „დინამოს“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონი არ წავა, მამარდას ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს“ - ბრიტანელი ჟურნალისტი
„ალისონი არ წავა, მამარდას ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს“ - ბრიტანელი ჟურნალისტი