არაუხო ბარსელონაში რჩება | რომანო
„ბარსელონას“ ვიცე-კაპიტანი, რონალდ არაუხო რჩება და კლუბს იანვრის სატრანფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ორშაბათს, „ბარსას“ სპორტული დირექტორის, დეკოს მონაწილეობით გაიმართა და კლუბმა ურუგვაელი ფეხბურთელისგან მიიღო პირობა, რომ ის გუნდში დარჩება.
მანამდე „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი არაუხოს და რანდალ კოლო მუანის დამატებას ცდილობს.
ცნობისთვის, 25 წლის არაუხოს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ურუგვაელს ტრავმის გამო გაუცდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაცვის ცენტრში ადგილი პაუ კუბარსის და ინიგო მარტინესის წყვილმა დაიმკვიდრა.