„ეს ბიჭი არასდროს იღლება“ | დვალიშვილის მწვრთნელის კომენტარი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა „მანქანის“ არანორმალურ კარდიოზე ილაპარაკა. ვუდი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ დვალიშვილი არასდროს იღლება.
„დვალიშვილი 12 რაუნდამდე ავიყვანე და სიგიჟე ისაა, რომ რაც უფრო დიდი დრო გადის, უკეთესი ხდება. არ ვიცი, ეს საიდან მოდის და ფიზიკურად ან მენტალურად საჭირო სიძლიერე საიდან აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბიჭი უბრალოდ არასდროს იღლება.
დვალიშვილს ფენომენალური 6 რაუნდი რომ ჰქონდეს, ჯერ კიდევ გახურების პროცესში იქნება, რაც ჩემთვის სრული სიგიჟეა. მერაბის მოსამზადებელ კემპში ნორმალური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა, მაგრამ მას თავისი პროცესი აქვს და სწორედ მისი წყალობითაა ამ მდგომარეობაში. არ ვაპირებ, ეს შევუცვალო, რადგან არაა აუცილებელი, კორექტივები შეიტანო იმაში, რაც გაფუჭებული არაა“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.