გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ალისონი არ წავა, მამარდას ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს“ - ბრიტანელი ჟურნალისტი

ცნობილმა ბრიტანელმა სატრანსფერო ექსპერტმა და ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა „ლივერპულის“ მეკარეების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ალისონ ბეკერის მომავალთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა.

მისი თქმით, ზაფხულში, როდესაც „წითლებს“ გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება, ალისონი კლუბს არ დატოვებს და კვლავ ძირითადი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს.

რას ამბობს ბენ ჯეიკობსი:

„ჩემი აზრით, ალისონი კონკურენციაში შევა და პირველი ნომრის სტატუსს შეინარჩუნებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამარდაშვილს ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს.

ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, როდესაც „ლივერპულს“ აწმყოსა და მომავლისთვის ფეხბურთელი უყიდია, მაგრამ ამავე დროს შეუნარჩუნებია საჭირო ფეხბურთელიც და შემდეგ ამას გარდამავალი სეზონი/პერიოდი მოჰყვებოდა. ამიტომ, სავარაუდოდ, ალისონს გუნდიდან არავინ გაუშვებს, მამარდაშვილს კი აკლიმატიზაციის გავლა მოუწევს. „ლივერპულის“ მოდელი ასე მუშაობს.

კელეჰერისთვის ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის მესამე მეკარე გახდება. მას ძირითადში თამაში სურს, ამიტომ ალბათ ის ზაფხულში მერსისაიდულ კლუბს დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონებში ალისონ ბეკერს ხშირი ტრავმები აწუხებს, მის მიმართ ინტერესს კი საუდის არაბეთის კლუბები იჩენენ. ბრაზილიელი მეკარე „ენფილდზე“ 2018 წელს გადაბარგდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის წოდება დაიმსახურა.

ცნობისთვის, 2024 წლის ზაფხულში „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეიძინა და ერთი სეზონით იჯარის წესით ისევ „ღამურებში“ დატოვა. მამარდა მერსისაიდულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუგეშაშვილი პაოკ-ის რადარზე | ტრანსფერს ერთ შემთხვევაში დათანხმდება
გუგეშაშვილი პაოკ-ის რადარზე | ტრანსფერს ერთ შემთხვევაში დათანხმდება